ავტორიზაცია

დონარუმა: "მილანთან შედარებით პსჟ-ში გაცილებით დიდი ზეწოლაა"

დონარუმა: "მილანთან შედარებით პსჟ-ში გაცილებით დიდი ზეწოლაა"
თარიღი 04 იან 2022, 19:15

„პსჟ-ს“ გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ აღიარა, რომ პარიზულ გუნდში უფრო დიდ ზეწოლას და წნეხს გრძნობს, ვიდრე მის აღმზრდელ „მილანში“.

„მილანთან შედარებით „პარი სენ-ჟერმენში“ გაცილებით მეტი ზეწოლაა. ახლა მე ვარ კლუბში, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრის მოგება უნდა.

კონკურენცია კეილორ ნავასთან? მშვიდად ვარ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ. შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ პრესას სურს სხვადასხვა ისტორიების შექმნა იმის საჩვენებლად, რომ დაპირისპირებები ყველა კლუში არსებობს.

ბოლოს და ბოლოს, მწვრთნელი - ბატონი პოჩეტინო ყოველთვის აკეთებს თავის არჩევანს.“ - ციტირებს დონარუმას სიტყვებს Radio Rossonera.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი „პარკ დე პრენსზე“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მას შემდეგ, რაც მშობლიურ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა.