L'Equipe-ს მიერ შედგენილ წლის სიმბოლურ თერთმეტეულში ვერც მესი მოხვდა და ვერც რონალდუ

ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ 2021 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც ვერც კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა და ვერც ლეო მესი.
2021 წლის სიმბოლური ნაკრები L’Equipe-სგან ასე გამოიყურება:
მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), რუბენ დიაში (მან სიტი), მარკინიოსი (პსჟ), ტეო ერნანდესი (მილანი)
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი), ჟორჟინიო (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მან სიტი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
შეგახსენებთ, რომ სხვა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ლეო მესი კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთით დააჯილდოვა.