ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ლორენცო ინსინიე ევროპულ ფეხბურთს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება

შეთანხმება მიღწეულია - ლორენცო ინსინიე ევროპულ ფეხბურთს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება
თარიღი 04 იან 2022, 20:11

„ნაპოლის“ თვდამსხმელო ლორენცო ინსინიე სეზონის ბოლოს ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება და სათამაშოდ სხვა კონტინენტზე გადაბარგდება.

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, იტალიელმა ფეხბურთელმა MLS-ში მოთამაშე „ტორონტოსთან“ მიაღწია.

ინსინიე ამ სეზონს „ნაპოლიში“ ჩაამთავრებს, რის შემდეგაც კანადურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და 5-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

„ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტზე ლორენცომ შეთანხმებას ვერ მიაღწია, რადგან მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ტორონტოში“ ინსინიეს წლიური ხელფასი 11 მილიონი ევრო იქნება.

შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით ამ დრომდე 415 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 114 გოლი და 91 საგოლე გადაცემა მიითვალა.