ავტორიზაცია

ერიქსენი: "დაბრუნება შემიძლია, ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია"

ერიქსენი: "დაბრუნება შემიძლია, ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია"
თარიღი 04 იან 2022, 22:48

უკლუბოდ მყოფმა დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ფეხბურთის თამაში მინდა და არ მაქვს მიზეზი, რომ ეს არ გავაკეთო. ვიგრძენი, რომ მოვიდა დრო ინტერვიუს ჩაწერის, იმიტომ რომ კარგად ვიცი, რაც მინდა. თამაში მსურს.

არანაირი პრობლემა აღარ შექმნილა, ჩემი გული ყველანაირი ხერხით შემოწმდა. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩემი მიზანია - 2022 წლის ყატარის მუნდიალზე ვითამაშო, მე სულ ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. დაბრუნება ნამდვილად შემიძლია.“ - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს Dr.dk.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს დანია - ფინეთის პირველი ტაიმის მიწურულს ერიქსენს მოედანზე გული წაუვიდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას გულის დეფიბრილატორი დაუყენეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია და ამის გამო, მან ახლახანს „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და შემოთავაზებების მოლოდინში იმყოფება.