ავტორიზაცია

ატლეტიკომ პრემიერ ლიგაში თითქმის დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელი ჩელსიში მონახა

ატლეტიკომ პრემიერ ლიგაში თითქმის დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელი ჩელსიში მონახა
თარიღი 04 იან 2022, 23:10

„ატლეტიკო მადრიდის“ მცველი კირან ტრიპიერი პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა.

როგორც ცნობილია, მადრიდული კლუბი ინგლისელის ტრანსფერზე „ნიუკასლთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

AS-ის ინფორმაციით, ტრიპიერის პოტენციური წასვლის გამო, „ატლეტიკო“ მისი შემცვლელის ძიებას შეუდგა, რომელსაც ნომინალურად მარჯვენა მცველის გარდა, ცენტრშიც შეეძლება თამაში.

ასეთად, დიეგო სიმეონემ „ჩელსის“ კაპიტანი, 32 წლის სეზარ ასპილიკუეტა მიიჩნია, რომელსაც ლონდონელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

იწერება, რომ ასპილიკუეტამ „ბარსელონასთან“ მიაღწია შეთანხმებას ზაფხულის უფასო ტრანსფერის თაობაზე, თუმცა თუ უახლოეს კვირებში „ჩელსი“ მასთან ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკებს, არაა გამორიცხული იანვარში სცადოს გაყიდვა, რათა მომდევნო ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს.