ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - მოურინიოს რომაში არსენალის ნახევარმცველი მიჰყავს

შეთანხმება მიღწეულია - მოურინიოს რომაში არსენალის ნახევარმცველი მიჰყავს
თარიღი 04 იან 2022, 23:12

„რომა“ „არსენალის“ ნახევარმცველის, ენსლი მეიტლენდ-ნაილზის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მეთფეები“ ფეხბურთელის იჯარაში 500 ათას ევროს მიიღებენ, კიდევ 500 ათასი კი ბონუსების სახით იქნება გაწერილი.

ცნობისთვის, „რომას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება, თუმცა გუნდი მთლიანად გადაიხდის ინგლისელის ხელფასს.

უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელის საბუთები საბოლოოდ გაფორმდება და რომაულ გუნდში მენტლენდ-ნაილზი ამ დღეებში შეუერთდება.

ამ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.