ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი არ არის დარწმუნებული, რომ რეალში გადასვლა მიზანშეწონილია

მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი არ არის დარწმუნებული, რომ რეალში გადასვლა მიზანშეწონილია
თარიღი 04 იან 2022, 23:18

„დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი მადრიდის „რეალში“ გადასვლის მიზანშეწონილობაში დარწმუნებული არ არის.

როგორც Cuatro იტყობინება, ნორვეგიელს გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდის ლიდერობა სურს და ურჩევნია, რომ კილიან მბაპესთან ლიდერობის გაყოფა არ მოუწიოს, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაფხულიდან „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

მეტიც, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ფეხბურთლის მამასთან, ალფ-ინგე ჰოლანდთან საუბარში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ჰოლანდის და მბაპეს მეტოქეობა შეიძლება ეპოქალური გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი „რეალსა“ და „ბარსელონაში“ ითამაშებენ, როგორც თავის დროზე მესი და რონალდუ.

ამავე Cuatro-ს ინფორმაციით, ჰოლანდი აუცილებლად „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება, თუ ლაპორტა ამ ტრანსფერს ფინანსურად გასწვდება - ასეთ პირობა პრეზიდენტმა ფეხბურთელის აგენტისგან მიიღო.