ავტორიზაცია

ერიქსენი: "მეშინია თუ არა ისევ წაქცევის? არანაირად"

ერიქსენი: "მეშინია თუ არა ისევ წაქცევის? არანაირად"
თარიღი 04 Jan 2022, 23:25

დანიელ ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს გულის პრობლემების რეცივიდის არ ეშინია.

„ექიმებისგან მწვანე შუქი მივიღე, ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია, გული ყველა შესაძლო ტესტით შემიმოწმეს.

ამჟამად ჩემი მიზანი ყატარის მუნდიალზე თამაშია, სადაც წასვლის დიდი იმედი მაქვს. გამომიძახებენ თუ არა - სხვა საკითხია, თუმცა გონებრივად მე მხოლოდ მოედანზე დაბრუნებაზე ვფიქრობ.

მეშინია თუ არა ისევ წაქცევის? არანაირად!“, - აღნიშნა ერიქსენმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს დანია - ფინეთის პირველი ტაიმის მიწურულს ერიქსენს მოედანზე გული წაუვიდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას გულის დეფიბრილატორი დაუყენეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია და ამის გამო, მან ახლახანს „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და შემოთავაზებების მოლოდინში იმყოფება.