ავტორიზაცია

"სადაც ბედნიერი ხარ, იქიდან არ უნდა წახვიდე", - პიანიჩი დე ლიგტს იუვენტუსიდან წასვლას არ ურჩევს

"სადაც ბედნიერი ხარ, იქიდან არ უნდა წახვიდე", - პიანიჩი დე ლიგტს იუვენტუსიდან წასვლას არ ურჩევს
თარიღი 04 იან 2022, 23:27

„იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, რომელიც ამჟამად იჯარით „ბეშიქთაშში“ თამაშობს, მატეის დე ლიგტს ტურინიდან წასვლა არ ურჩია.

„დე ლიგტმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, როცა ბონუჩის და კიელინის გვერდით ზრდა არჩია. ვფიქრობ, ის ტურინში ბედნიერია.

თუ ბედნიერი ხართ, მაშინ უნდა დარჩე იქ, სადაც ხარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს რაიმე ახლის მოსინჯვის სურვილიც. სიტუაციას უნდა დააკვირდე.“ - აღნიშნა ბოსნიელმა.

დე ლიგტის აგენტი, მინო რაიოლა არ მალავს, რომ ჰოლანდიელი მცველის სურვილი ამ ზაფხულს სხვა გუნდში გადასვლაა. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან ასპარეზობს, სადაც 75 მლნ ევროდ გადავიდა.

თავად პიანიჩი „იუვენტუსიდან" „ბარსელონაში" არტურ მელოზე გაცვლის ტრანსფერით აღმოჩნდა, თუმცა კატალონიურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, სათამაშოდ თურქეთში მოუწია წასვლა.