ანჩელოტი: "ლუნინს ალკოიანოზე აბონიმენტი აქვს"
კარლო ანჩელოტიმ სარეზერვო უკრაინელი მეკარის, ანდრეი ლუნინის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ლუნინმა „რეალის“ მაისურით უკანასკნელი მატჩი შარშან „ალკოიანოს“ წინააღმდეგ ჩაატარა, როცა მადრიდული გუნდი სამეფო თასის პირველივე სტადიაზე მესამე დივიზიონის გუნდთან სენსაციურად დამარცხდა.
კენჭისყრამ ეს ორი გუნდი ამ სეზონშიც დაუპირისპირა ერთმანეთს - მატჩი ხვალ, 5 იანვარს გაიმართება.
„შეიძლება ითქვას, რომ ლუნინს „ალკოიანოსთან“ მატჩებზე აბონიმენტი აქვს, ის ამ მოედანს დიდებულად იცნობს.
სიტუაცია რომ განვმარტო - ამ შეხვედრაში ლუნინს დრო მიეცემა. ისე კი, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეულით გავალთ.“ - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.