ავტორიზაცია

"ასეთ ფორმაში მყოფ მანჩესტერს პრემიერ ლიგის გრანდები არ დაინდობენ", - რუნი

"ასეთ ფორმაში მყოფ მანჩესტერს პრემიერ ლიგის გრანდები არ დაინდობენ", - რუნი
თარიღი 05 იან 2022, 11:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, უეინ რუნი შიშობს, რომ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის დიდ გუნდებთან დამარცხდებიან თავიიანთი ახალი 4-2-2-2 ტაქტიკის გამოყენებით.

ერთი დღით ადრე, "იუნაიტედმა" პირველი მარცხი განიცადა რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით (0:1), სახლში წააგო "ვულვერჰემპტონთან" როგორც შედეგით, ასევე თამაშით.

"ამ სეზონში მათ რამდენიმე მატჩს დავესწარი და ბავშვებიც თან წავიყვანე. რთული პერიოდი იყო გუნდისთვის. ვფიქრობ, სოლსკიაერმა მიაღწია იმ დონეს, სადაც ყველა დაინახა, რომ მისი ფინიში ახლოს იყო.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ჯერჯერობით უცნობია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან განსხვავდება იმ ყველაფრისგან, სადაც ის ადრე მუშაობდა. დიდი ზეწოლაა, როცა მაღალი კალიბრის ფეხბურთელებს წვრთნი.

მე ვიყავი რანგნიკის პირველ მატჩზე კრისტალ პალასთან და ვფიქრობდი, რომ ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. მხოლოდ მეშინია, მათი სქემიდან გამომდინარე, ლივერპულის, მანჩესტერ სიტის, არსენალის დონის გუნდებთან ისინი შეიძლება დაისაჯონ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ ის, რასაც ის სთავაზობს მათ. მან უნდა აიძულოს მათ ერთად იმუშაონ და არა ცალ-ცალკე", - განუცხადა რუნიმ The Athletic-ს.