მესიმ კორონავირუსი დაამარცხა და საფრანგეთში გაფრინდა - როდის დაბრუნდება არგენტინელი მოედანზე?

„პსჟ-ს“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ჩააბარა და არგენტინიდან საფრანგეთში გაფრინდა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი შემტევი ვარჯიშს დღეს ან ხვალ განაახლებს და დიდი ალბათობით, „ლიონთან“ 9 იანვარს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მესის მიერ კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად 2 იანვარს დაადასტურა.
არგენტინელი ფეხბურთელი „პარიზში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ რაც „ბარსასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება ფინანსური სირთულეების გამო ვერ მოხერხდა.
ფრანგული გუნდის შემადგენლობაში მესიმ ლიგა 1-ს 11 მატჩში 1 გოლი და 4 ასისტი, ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 მატჩში 5 გოლი მიითვალა.