ავტორიზაცია

ალექსანდრ-არნოლდი: "ჩვენ გვჭირდება, რომ სიტი სხვა გუნდებმაც დაამარცხონ"

ალექსანდრ-არნოლდი: "ჩვენ გვჭირდება, რომ სიტი სხვა გუნდებმაც დაამარცხონ"
თარიღი 05 იან 2022, 16:00

„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

მერსისაიდულმა გუნდმა 42 ქულა დააგროვა და ამჟამად მესამე ადგილზეა, ლიდერ „სიტის“ 11 ქულით მეტი აქვს, თუმცა „ლივერპულს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ჩვენ ცოტა რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა რომ სეზონის ბოლომდე რაც შეიძლება მატჩი მოვიგოთ. ჯერ მხოლოდ ნახევარი გზაა გავლილი და დარჩენილ დროში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს.

ჩვენ შევეცდებით საკუთარ თავზე ვიფიქროთ და ლიდერს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ, მაგრამ ადვილი არ იქნება. ჩვენ გვჭირდება, რომ „სიტი“ სხვა გუნდებმაც დაამარცხონ.

მთავარია, რომ მზად ვიყოთ სხვაობის შესამცირებლად, თუ ისინი ქულებს დაკარგავენ.“ - ციტირებს „ლივერპულის“ მცველის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.