ავტორიზაცია

კონტე: "კეინის მესმის, როცა კარიერას ასრულებ გინდა იცოდე, რა მოიგე"

კონტე: "კეინის მესმის, როცა კარიერას ასრულებ გინდა იცოდე, რა მოიგე"
თარიღი 05 იან 2022, 16:03

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, თავისი გუნდისთვის ჰარი კეინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასულ ზაფხულს მომხდარი სიტუაციის შესახებ ვიცოდი და როცა ჰარიმ „ტოტენჰემში“ დარჩენა გადაწყვიტა, მე დავინახე ფეხბურთელი, რომელიც ამ პროექტში ბოლომდე იყო ჩართული.

თუ რაიმეს მოგება გვინდა, მაშინ ჰარი კეინი ჩვენი დასაყრდენი კედელი უნდა იყოს.

ჰარისიც კარგად მესმის. როცა კარიერას ასრულებ, ცდილობ გაიხსენო მატჩები და გუნდები, რომლებშიც გითამაშია. ასევე, გინდა იცოდე, რა მოიგე ამ პროფესიონალური კარიერის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ტოპ-ფეხბურთელებისთვისაც.

ვფიქრობ, როცა „ტოტენჰემმა“ მე დამპატიჟა, მათ უნდოდათ ყველასთვის მიეცათ სიგნალი, მათ შორის - ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც. უნდა შევეცადოთ შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები და მოგებებისთვის ვიბრძოლებთ.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sports.

გასულ ზაფხულს ინგლისელი სტრაიკერი „მან სიტიში" გადასვლას ცდილობდა აქტიურად და ვარჯიშებსაც აცდენდა პროტესტის მიზნით, თუმცა „ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ მისი გაშვება იუარა.