"ეს ქორწინებასავით არის", - ბერნარდესკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, გუნდთან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
27 წლის იტალიელ ფეხბურთელს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, „იუვე“ მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ხელფასის დაკლებით - ამჟამად ბერნარდესკი 4 მილიონ ევროს იღებს, ტურინული გუნდი კი 2.5-3 მილიონს სთავაზობს.
„დიალოგისთვის გახსნილები ვართ, ჩემი აგენტი „იუვეს“ ხელმძღვანელობას შეხვდება. „იუვენტუსში“ მინდა დარჩენა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ მხარაეები შეთანხმდნენ. ეს ქორწინებასავით არის.
გასახდელში ტრადიცია გვაქვს: ის, ვინც კონტრაქტს ახანგრძლივებს, მთელ გუნდს ვახშამზე ეპატიჟება. თუ ეს დღე დადგა, ამას მეც სიამოვნებით გავაკეთებ.“ - ციტირებს ბერნარდესკის სიტყვებს DAZN.