ავტორიზაცია

სურვილი არის, მსურველები - არა! იუვენტუსმა რემსი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა მისით არავინ ინტერესდება

სურვილი არის, მსურველები - არა! იუვენტუსმა რემსი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა მისით არავინ ინტერესდება
თარიღი 05 იან 2022, 16:29

უელსელი ნახევარმცველი არცერთ გუნდს აღარ აინტერესებს.

ჟურნალისტის, რომეო აგრესტის ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ აარონ რემსი ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხნის წინ დააყენა, თუმცა დღემდე არ მიუღია ოფიციალური შემოთავაზება არცერთი კლუბისგან - არც იჯარის და არც სრულფასოვანი ტრანსფერის.

„იუვენტუსისთვის“ რემსის გასხვისება ამ სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ჯერჯერობით, უელსელ შუახაზელს  მსურველები საერთოდ არ ჰყავს.

„ბებერი სინიორას“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში რემსი საერთოდ არ ჯდება, რის გამოც ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. 

არ არის გამორიცხული, რომ „ბიანკონერი“ უკიდურეს ნაბიჯს გადადგამს და ფეხბურთელს კონტრაქტს გაუწყვეტს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, რემსის კონტრაქტით დარჩენილი ხელფასის მიღება სრულად მოუწევს.