ავტორიზაცია

MLS-ის გუნდში ინსინიეს თანაგუნდელი კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი იქნება

MLS-ის გუნდში ინსინიეს თანაგუნდელი კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი იქნება
თარიღი 05 იან 2022, 16:36

როგორც გუშინ გაირკვა, ლორენცო ინსინიე ამ სეზონს „ნაპოლიში“ ჩაამთავრებს, რის შემდეგაც სათამაშოდ MLS-ში, კერძოდ კი კანადურ „ტორონტოში“ გადაბარგდება.

როგორც იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, „ტორონტოში“ ინსინიეს მისი თანამემამულე, „ჯენოას“ მცველი დომენიკო კრიშიტოც შეუერთდება.

34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა კანადურ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა და დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან ისიც „ტორონტოს“ ღირსებას დაიცავს.

რაც შეეხება ინსინიეს, მან „ტორონტოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედავითაც მისი წლიური ხელფასი 11 მილიონი ევრო იქნება, კიდევ 4.5 მილიონს კი ის ბონუსებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კრიშიტოს და ინსინიეს ერთი აგენტი ჰყავთ - ანდრეა დ’ამიკო.

შეგახსენებთ, რომ კრიშიტო პროფესიონალურ კარიერას „ჯენოაში“ იწყებდა, შემდეგ შვიდი წელი „ზენიტში“ აატარა და ისევ „გრიფონების“ შემადგენლობაში დაბრუნდა.