ავტორიზაცია

5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - ანდრე ონანა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - ანდრე ონანა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს
თარიღი 05 იან 2022, 17:11

„აიაქსის“ კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.

25 წლის ფეხბურთელმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც მილანში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

კონტრაქტი 5 წლით იქნება გათვალისწინებული, კამერუნელი გოლკიპერის წლიური ხელფასი კი 3 მილიონი ევრო იქნება.

ონანა „ინტერის“ ფეხბურთელი ივლისში გახდება, მას შემდეგ რაც 30 ივნისს მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ ოფიციალურად ამოიწურება.

შეგახსენებთ, რომ დოპინგ-სკანდალის გამო ონანას 9-თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია და ის ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.