სიტის მცველი უფრო მკაცრი კატეგორიის ციხეში გადაიყვანეს
„მან სიტის“ 27 წლის ფრანგი მცველი ბენჟამინ მენდი, რომელიც გაუპატიურების შვიდ საქმეში არის ბრალდებული, ლივერპულის ნაკლებად სახიფათო ციხიდან მანჩესტერის გაცილებით მკაცრ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
The Sun-ის ინფორმაციით, მენდი ლივერპულში B კატეგორიის ციხეში იმყოფებოდა, ამიერიდან კი სასჯელს A კატეგორიის საპყრობილეში, მანჩესტერში მოიხდის.
მენდის სასამართლო 24 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო და დიდი ალბათობით, 27 ივნისამდე, ან სულაც 1 აგვისტომდე აღარ გაიმართება.
წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერის ციხეში მენდის გადაყვანა მისივე უსაფრთხოებისთვის მოხდა, რადგან იქ მას პატიმრები უკეთ ცნობენ და უფრო კარგად მოექცევიან.