ავტორიზაცია

"ამას როგორც ნახევარმცველი გეუბნებით", - მილანის ექს-ფეხბურთელმა გუნდს საჭირო თავდამსხმელი ურჩია

"ამას როგორც ნახევარმცველი გეუბნებით", - მილანის ექს-ფეხბურთელმა გუნდს საჭირო თავდამსხმელი ურჩია
თარიღი 05 იან 2022, 17:19

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი დემეტრიო ალბერტინი მიიჩნევს, რომ „როსონერი“ „ლივერპულის“ ფორვარდის, დივოკ ორიგის ტრანსფერზე უნდა დაფიქრდეს.

„მილანმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავდამსხმელებს, რომლებიც თავიანთ კლუბებში სკამზე ან სულაც ტრიბუნებზე რჩებიან და საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევათ, როგორც „ლივერპულში“ ორიგია.

ის სერია ა-ში ძალიან ბევრ გოლს გაიტანდა. ტიტულები ბომბარდირებს მოაქვთ და ამას როგორც ნახევარმცველი გეუბნებით.“ - აღნიშნა ალბერტინიმ La Gazzetta dello Sport-ის ინტერვიუში.

შეგახსენებთ რომ „მილანს“ ორიგისადმი ინტერესს აქამდეც აწერდნენ, თავად ბელგიელი „ენფილდზე“ მიღებული სათამაშო დროით კმაყოფილი არ არის და გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.

მიმდინარე სეზონში დივოკმა პრემიერ ლიგის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.