ავტორიზაცია

გაირკვა, თუ როდის მიიღებს პოგბა საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას — Sky Sports

გაირკვა, თუ როდის მიიღებს პოგბა საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას — Sky Sports
თარიღი 05 იან 2022, 22:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი კვლავ გაურკვეველია.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 28 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს არ შეუთანხმდება და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს.

ცნობისთვის, პოგბას "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ივნისის ბოლოს ეწურება.

მოგეხსენებათ, პოლი 8 იანვარს დაშავდა, საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას და "ემიუს" 6-8 კვირით გამოაკლდა.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.