"რეალმა რამდენიმე დღის წინ პსჟ-ს შეთავაზება გაუკეთა", - იტალიელი აგენტი მბაპეს ტრანსფერის შესახებ
იტალიელმა აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ განაცხადა, რომ "რეალმა" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გააკეთა.
"ახლა ყველაფერი "პსჟ"-ზეა დამოკიდებული, რადგან "რეალი" მბაპეს მიუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა".
"არ ვიცი, რითი დასრულდება ყველაფერი. ვფიქრობ, პერესის ამ ნაბიჯს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ".
"ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც მბაპეა, ზაფხულში უფასოდ წასვლა სირცხვილი იქნება. არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე პარიზში", - უთხრა ბრანკინიმ La Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს "რეალი" "პსჟ"-ს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს სთავაზობდა.