VIDEO: ჩელსიმ თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში ტოტენჰემს მშრალად მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ ლონდონურ დერბიში შინ „ტოტენჰემს“ მოუგო.
„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრა მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გატანილი ორი გოლით, 2:0 მოიგეს და ფინალისაკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ნახევარფინალში დაპირისპირება ორმატჩიანია, გუნდებს „ტოტენჰემის“ სტადიონზე მეორე მატჩის ჩატარებაც მოუწევთ ფინალისტის საბოლოოდ გამოსავლენად.
მე-5 წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა, 34-ზე კი ბენ დევისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო დაპირისპირება ოთხშაბათს, 12 იანვარს, „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართება.