ავტორიზაცია

რანგნიკის დანიშნვის შემდეგ, მანჩესტერიდან წასვლის სურვილი 11-მა ფეხბურთელმა გამოთქვა

რანგნიკის დანიშნვის შემდეგ, მანჩესტერიდან წასვლის სურვილი 11-მა ფეხბურთელმა გამოთქვა
თარიღი 06 იან 2022, 12:14

"მანჩესტერ იუნაიტედის" 11 ფეხბურთელს სურს კლუბის გამოცვლა. რალფ რანგნიკი მხოლოდ რამდენიმე კვირის მანძილზე წვრთნის "იუნაიტედს", მაგრამ გასახდელის დიდ ნაწილში უკვე დაფიქსირდა მისი ტაქტიკისა და მეთოდების უარყოფა.

Daily Mirror-ის ცნობით, "ოლდ ტრაფორდზე" 11 მოთამაშე თავს უბედურად გრძნობს. მათ შორის არიან დინ ჰენდერსონი, ერიკ ბაილი, დონი ვან დე ბეკი და ჯესი ლინგარდი.

ჩამოთვლილი მოთამაშეები დიდ იმედებს ამყარებდნენ რანგნიკის დანიშვნაზე, მაგრამ რეალურად მათთვის თითქმის არაფერი შეცვლილა - თავის გამოჩენის შანსი მათ არ მიეცათ.

"გუნდში ძალიან ცუდი ატმოსფეროა და ეს იუნაიტედს დიდ პრობლემებს შეუქმნის", - ციტირებს გაზეთი ინფორმირებული წყაროს სიტყვებს "მანჩესტერის" შესახებ.

ფერდინანდი: "მანჩესტერმა დაუშვა შეცდომა, როდესაც კაპიტნად მაგუაირი აირჩია"