ავტორიზაცია

ლინგარდის ახალი სავარაუდო გუნდი უკვე ცნობილია?!

ლინგარდის ახალი სავარაუდო გუნდი უკვე ცნობილია?!
თარიღი 06 იან 2022, 14:07

ჯესი ლინგარდი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჯერად ერთხელ და საბოლოოდ დასატოვებლად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტყობინება Daily Mirror-ი.

ინგლისელს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის არც ერთი თამაში არ დაუწყია სასტარტოში, თუმცა სკამიდან ორჯერ გაიტანა. რალფ რანგნიკის დროსაც კი ჯესის არ აქვს საკმარისი დრო სათამაშოდ.

შედეგად, 29 წლის ფეხბურთელი საბოლოოდ მზად არის დატოვოს თავისი ბავშვობის კლუბი და შესაძლოა შეუერთდეს "ვესტ ჰემს", სადაც მან გასულ სეზონში ექვსთვიანი იჯარის დროს ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლინგარდს კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა მხოლოდ შეღავათიან ფასად შეიძლება ამ თვეში. ლონდონელები ჯესის დაბრუნების წინააღმდეგები არ არიან.