ავტორიზაცია

ფორვარდი, რომლის შეძენასაც მანჩესტერი ამ ზამთარს კავანის ან მარსიალის წასვლის შემთხვევაში ეცდება

ფორვარდი, რომლის შეძენასაც მანჩესტერი ამ ზამთარს კავანის ან მარსიალის წასვლის შემთხვევაში ეცდება
თარიღი 06 იან 2022, 21:50

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

28 წლის არგენტინელისადმი ინტერესს "იუვენტუსი" იჩენს, მაგრამ მისი გადაბირების შესაძლებლობას "მანჩესტერ იუნაიტედიც" განიხილავს.

"ეშმაკუნებმა" შესაძლოა არგენტინელი მიიწვიონ, თუ ამ ზამთარს კლუბს ედინსონ კავანი ან ანტონი მარსიალი დატოვებს, იტყობინება გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზად არის იკარდი გაუშვას და წინადადებებს ელოდება.

მიმდინარე სეზონში მაურომ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

რა კავშირშია იკარდი მორატას ბარსელონაში შეფერხებულ ტრანსფერთან?