VIDEO: მერტენსს კიეზამ უპასუხა — იუვენტუსი ტურინში ნაპოლის დაუზავდა
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "ნაპოლი" მიიღო.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე მატეო პოლიტანოს გადაცემით დრის მერტენსმა გახსნა და ნეაპოლელები დააწინაურა.
მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა 54-ე წუთზე მოახერხეს - "ნაპოლის" კარი ფედერიკო კიეზამ აიღო.
სერია ა-ს სატურნირო ცხრილში ლუჩანო სპალეტის გუნდი 40 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "იუვე" 35 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.