ავტორიზაცია

VIDEO: სუარესის, გრიზმანის, ჟოაო ფელიქსის გოლები და 5:0! — ატლეტიკომ კოპა დელ რეიზე გაილაღა

თარიღი 07 იან 2022, 03:06

ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკო" ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში მოასპარეზე "რაიო მახადაჰონდას" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება "როხიბლანკოს" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს - ანგარიში მე-17 წუთზე მატეუს კუნიამ გახსნა, რასაც 26-ე წუთზე რენან ლოდის ზუსტი დარტყმა, ხოლო 41-ე წუთზე ლუის სუარესის გოლი მოჰყვა.

სტუმრები არც მეორე ტაიმში გაჩერებულან და მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს - 67 წუთზე ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა თავი, ხოლო საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა დააფიქსირა.