ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა "ზედმეტად მომთხოვნ" კონტეზე უარი თქვა

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა "ზედმეტად მომთხოვნ" კონტეზე უარი თქვა
თარიღი 07 იან 2022, 10:31

ცნობილი გახდა მიზეზები, თუ რატომ არ დანიშნა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანტონიო კონტე ოლე გუნარ სოლსკიაერის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

The Telegraph-ის ცნობით, "მანკუნიანელების" ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ იტალიელი ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იქნებოდა, რაც გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებს დააზარალებდა.

ასევე იყო შიში, რომ კონტეს მკაცრი მიკრომენეჯმენტი არ მოერგებოდა იმ ფეხბურთელების უმეტესობას, რომლებიც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბირთვს წარმოადგენენ.

შედეგად, კონტე "ტოტენჰემს" ჩაუდგა სათავეში, "მანკუნიანელებმა" კი სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ, სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკი დანიშნეს. "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში 18 მატჩში 33 ქულით მე-6 ადგილზეა, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი 19 მატჩში 31 ქულით მე-7 ადგილზეა.