"მესის ბარსელონა ენატრება და ის პსჟ-ს დატოვებაზე ფიქრობს", - კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელი
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლობო კარასკომ განაცხადა, რომ ლიონელ მესი შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონის ბოლოსაც კი დაემშვიდობოს.
არგენტინელმა "ბარსა" დატოვა, რადგან კლუბს არ შეეძლო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. ლეომ აირჩია ლიგა 1-ის ტოპ-კლუბი, შეუერთდა მბაპეს და ნეიმარს.
მას შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი. პრესაში იმასაც ამბობენ, რომ ლეოს ოჯახი პარიზში უკმაყოფილოა.
კარასკოს თქმით, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება საშუალებას მისცემს მესის არ ინანოს საფრანგეთში გადასვლა. "მესის ყოველთვის მოენატრება ბარსელონა", - თქვა კარასკომ El Chiringuito-ზე.
"მესი პოჩეტინოს პატივს არ სცემს, ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი