ავტორიზაცია

კომანს 3 მსურველი ჰყავს, თუმცა თავად ფეხბურთელს სულ სხვა გეგმები აქვს

კომანს 3 მსურველი ჰყავს, თუმცა თავად ფეხბურთელს სულ სხვა გეგმები აქვს
თარიღი 07 იან 2022, 14:37

გარემარბი კინგსლი კომანი აგრძელებს მიუნხენის "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს. როგორც Téléfoot-ის ჟურნალისტი, ჟულიენ მეინარი წერს, ფრანგი კლუბის შეცვლაზე ფიქრობდა, ახლა კი ყველაფერი მიუნხენის "ბაიერნთან" ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებისკენ მიდის.

25 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" გამოიჩინეს დაინტერესდნენ, თუმცა ფეხბურთელს პეპ გვარდიოლასთან პირდაპირი კონტაქტი ამ ეტაპზე არ ჰქონია.

გარდა ამისა, "პსჟ" აკვირდება სიტუაციას, მაგრამ საფრანგეთში დაბრუნება კომანისთვის პრიორიტეტი არ არის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომანი მიუნხენური კლუბისგან ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვს ხელფასს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "ბაიერნის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.