ავტორიზაცია

მანჩესტერში ნამდვილი განუკითხაობაა — გუნდი ჯგუფებად დაიყო, ფეხბურთელთა დიდ ნაწილს წასვლა უნდა

მანჩესტერში ნამდვილი განუკითხაობაა — გუნდი ჯგუფებად დაიყო, ფეხბურთელთა დიდ ნაწილს წასვლა უნდა
თარიღი 07 იან 2022, 16:51

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი გარკვეულ სირთულეებს წააწყდა.

Daily Mail-ის ცნობით, გუნდის განწყობა დაბალ დონეზეა, ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილნი, მოთამაშეთა დიდ ნაწილს კი კლუბიდან წასვლა უნდა.

სწორედ ამის გამო, გერმანელი სპეციალისტი, რომელიც "ეშმაკუნებმა" სეზონის ბოლომდე დანიშნეს, გრძნობს, რომ ასეთ მოკლე დროში სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია.

გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეებს მის მეთოდებსა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების დონეში ეჭვი ეპარებათ.

რანგნიკის ხელმძღვანელობის ქვეშ "ემიუმ" პირველი ხუთი მატჩიდან არცერთი არ წააგო, მაგრამ პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "ვულვერჰემპტონთან" (0:1) გამართულ ბოლო შეხვედრაში მარცხი იწვნია.