ავტორიზაცია

მბაპე პირველია, მესი მესამე — ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფრანგულ ფეხბურთში L’Équipe-ს ვერსიით

მბაპე პირველია, მესი მესამე — ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფრანგულ ფეხბურთში L’Équipe-ს ვერსიით
თარიღი 07 იან 2022, 18:57

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა ფრანგულ ფეხბურთში 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი შეადგინა.

სიაში პირველი ადგილი "პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დაიკავა. "რეალის" ფორვარდი, კარიმ ბენზემა, რომელიც გასულ წელს საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა, მეორე პოზიციაზეა (გასულ წელს აღნიშნულ რეიტინგში იგი მე-18 ადგილზე იყო). მესამე ადგილი კი "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის ერგო.

მე-4 ადგილზე ცნობილი სეპციალისტი, კრისტოფ გალტიეა, რომელმაც გასულ სეზონში "ლილს" ლიგა 1 მოაგებინა. მე-5 პოზიციას საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი, დიდიე დეშამი იკავებს, მე-7 "ლანსის" თავკაცი, ფრანკ ესია, მე-8 - "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, მე-9 - "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი.

გარდა ამისა, რეიტინგში მოხვდნენ "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი (მე-12), "რეალის" ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი (მე-13), "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა (მე-14), საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ტიერი ანრი (23-ე), აგენტი მინო რაიოლა (25-ე) და "მონაკოს" მფლობელი, დიმიტრი რიბოლოვლევი (27-ე).

აღსანიშნავია, რომ მე-18 ადგილზე არბიტრი, სტეფანი ფრაპარი მოხვდა, რომელიც გასული წლის რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებდა.

"მესი პოჩეტინოს პატივს არ სცემს, ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი