ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეეძლება ზაფხულში ასტონ ვილას კოუტინიოს შესყიდვა

გაირკვა, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეეძლება ზაფხულში ასტონ ვილას კოუტინიოს შესყიდვა
თარიღი 07 იან 2022, 20:49

ცნობილი გახდა შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გამოსასყიდი თანხის ოდენობა, რომელიც "ბარსელონადან" იჯარით "ასტონ ვილაში" გადავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი სეზონის დარჩენილ ნაწილს ბირმინგემში წარმატებით ჩაატარებს, მისი შესყიდვა კლუბს 40 მილიონ ევროდ შეეძლება, წერს Diario Sport-ი.

აქამდე ისიც გაირკვა, რომ "ასტონ ვილა" 29 წლის სამხრეთამერიკელში ხელფასის 65 პროცენტს გადაიხდის.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წელს "ლივერპულიდან" 160 მილიონ ევროდ გადავიდა.