ავტორიზაცია

ბერძნულმა პრესამ აზაროვის სახელი ოლიმპიაკოსს კიდევ ერთხელ დაუკავშირა

ბერძნულმა პრესამ აზაროვის სახელი ოლიმპიაკოსს კიდევ ერთხელ დაუკავშირა
თარიღი 08 იან 2022, 13:25

Sportdog-მა ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის სახელი პირეოსის "ოლიმპიაკოსს" კიდევ ერთხელ დაუკავშირა. ქართველი განაპირა მცველის შესახებ წერენ შემდეგს:

"ოლიმპიაკოსის მთავარი მიზანი მარცხენა მცველის შეძენაა. ახლა მთელი ძალისხმევა ზაგარიტისზეა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.

კლუბში აზაროვზე ისევ ფიქრობენ. შესაძლებელია, მან ტრაბზონსპორიდან გაუმჯობესებული წინადადება მიიღოს, რისი ალბათობაც ამ ეტაპზე ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუ პირეოსელები ირაკლის შეძენას გადაწყვეტენ, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი პირობების შეთავაზება მოუწევთ", - წერენ ბერძნები აჭარელთა ვინგბექზე.

შეგახსენებთ, რომ 19-წლის ფლანგელი ძალიან ახლოს იყო თურქულ კლუბში გადასვლასთან, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. "ზღვისპირელებსა" და "დინამოს" მე-16 ნომერს შორის დედლაინად 12 იანვარი სახელდება.

12 იანვარი დედლაინია - რა სიტუაციაა აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერთან დაკავშრებით?