ავტორიზაცია

ოფიციალურად: MLS-ის კლუბმა ლორენცო ინსინიეს ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: MLS-ის კლუბმა ლორენცო ინსინიეს ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 08 იან 2022, 19:13

"ნაპოლისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების გარემარბი, ლორენცო ინსინიე "ტორონტოს" რიგებში ითამაშებს.

MLS-ის კლუბმა 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გამოცდილმა შემტევმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 ივლისიდან შევა.

ინსინიე ახალ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. როგორც დაიწერა, ლორენცო "ტორონტოში" წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ინსინიე "ნაპოლის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.