ავტორიზაცია

VIDEO: ბრწყინვალე ქამბექი და სამი ქულა — დორტმუნდმა აინტრახტს თამაში 0:2-დან დაუტრიალა!

თარიღი 08 იან 2022, 23:38

გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა, რაფაელ ბორემ გახსნა, რომელმაც 24-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი შეაგდო და "აინტრახტმა" პირველი ტაიმი კომფორტულად, ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

71-ე წუთზე ტორგან აზარმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, 87-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტად ორ წუთში მაჰმუდ დაჰუდმა გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ფრანკფურტელები 27 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.