ავტორიზაცია

"იყიდეთ და სატრანსფერო ბაზარს წარმატებულად ჩავთვლი", - კარაგერმა ლივერპულს ფეხბურთელი ურჩია

"იყიდეთ და სატრანსფერო ბაზარს წარმატებულად ჩავთვლი", - კარაგერმა ლივერპულს ფეხბურთელი ურჩია
თარიღი 09 იან 2022, 11:03

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა გამოარჩია ფეხბურთელი, რომლის ხილვაც მერსისაიდული კლუბის რიგებში სურს.

ასე და ამგვარად, ვეტერან ინგლისელ უკანახაზელს იურგენ კლოპის გუნდის რიგებში "დორტმუნდის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ხილვა უნდა.

"ჯუდ ბელინგემი და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს წარმატებულად ჩავთვლი", - განაცხადა კარაგერმა.

ცნობისთვის, 18 წლის ინგლისელი ახალგაზრდა "დორტმუნდს" 2020 წლის ზაფხულში "ბირმინგემიდან" 23 მილიონ ევროდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.