ავტორიზაცია

"მაინტერესებს, როგორ ახერხებს ამდენი გოლის გატანას", - შიკმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

"მაინტერესებს, როგორ ახერხებს ამდენი გოლის გატანას", - შიკმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა
თარიღი 09 იან 2022, 12:10

"ლევერკუზენის" თავდამსხმელმა, პატრიკ შიკმა "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ასპარეზობა შეაფასა.

"ცხადია, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ლევანდოვსკია, არა მხოლოდ გოლების, არამედ იმის გამოც, თუ როგორ მუშაობს გუნდზე. 7-8 წელია სტაბილურად თამაშობს. სწორედ ამ ყველაფრის გამოა ამჟამად საუკეთესო თავდამსხმელი".

"მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ, მისგან რა თქმა უნდა ბევრის სწავლა შემიძლია. როცა მას ვუყურებ, მაინტერესებს, როგორ ახერხებს ამდენი გოლის გატანას. ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე".

"რთულია ბოლო 50 წლის ყველა საუკეთესო თავდამსხმელის ერთმანეთთან შედარება. მაგრამ პირადად მე ვიტყოდი, რომ ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი ბრაზილიელი რონალდოა. შესაძლოა ლევანდოვსკი დღეს ბევრ გოლს იტანს, მაგრამ რონალდო სხვებისგან გამორჩეულ გოლებს იტანდა", - ციტირებს შიკის სიტყვებს Bayern & Germany.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ჩეხმა ფორვარდმა "ლევერკუზენის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.