ავტორიზაცია

"ასეთი ფილმი ოსასუნასთან მატჩში უკვე ვნახეთ", - ხავი მორიგი ქულების დაკარგვით იმედგაცრუებულია

"ასეთი ფილმი ოსასუნასთან მატჩში უკვე ვნახეთ", - ხავი მორიგი ქულების დაკარგვით იმედგაცრუებულია
თარიღი 09 იან 2022, 13:47

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "გრანადასთან" (1:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ასეთი ფილმი პამპლონაში უკვე ვნახეთ ("ოსასუნას" წინააღმდეგ, 2:2). უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ დავიცვათ თავი ბურთის ფლობის დროს, აგრეთვე უფრო მეტი მოთმინების გამოჩენაა საჭირო".

"დღეს, ინდივიდუალური შეცდომების გამო, ბურთს ხშირად ვკარგავდით. ამ საკითხში უფრო თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ეს ჩვენი შეცდომები იყო. ორი ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ".

"ძალიან კმაყოფილი ვარ ლუკ დე იონგის გოლით, მაგრამ იმედგაცრუებული ქულების დაკარგვით", - ციტირებს ხავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-6 ადგილზეა.