ავტორიზაცია

ალეგრი რომას შესახებ: "მოურინიომ კარგად იმუშავა, ყველაფერს რამდენიმე თვეში ვერ შეცვლი"

ალეგრი რომას შესახებ: "მოურინიომ კარგად იმუშავა, ყველაფერს რამდენიმე თვეში ვერ შეცვლი"
თარიღი 09 იან 2022, 14:32

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "რომასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"რომას" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ამ გუნდს თავისი სახე აქვს. თავი უნდა გამოვიჩინოთ, როგორც ბრძოლისაკენ მიზანმიმართულობით, ისევე ტექნიკური თვალსაზრისით, კარგი მომზადება გვჭირდება. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რადგან ზოგიერთმა ფეხბურთელმა უკვე ძალიან ბევრი ითამაშა".

"ვიცოდი, ამ სეზონში 1-2 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დასაბრუნებლად თავდაუზოგავი მუშაობა მოგვიწევდა".

"რომა" სამი ქულით ჩამოგვრჩება, მოურინიომ კარგად იმუშავა. შეუძლებელია ყველაფრის რამდენიმე თვეში შეცვლა, სასწაულის მოხდენა არავის შეუძლია".

"გუნდი უმატებს, მეტი მოთმინების გამოჩენაა საჭირო და ეს ვიცოდი. ამის არ მეშინია. ბუნებრივია, მოგება ყველას უნდა, მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლისთვის გუნდის მშენებლობა უნდა დასრულდეს", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

მორატას ბარსელონაში გადასვლა ძალიან უნდა და ალეგრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია