ავტორიზაცია

ნაპოლიმ მანჩესტერ იუნაიტედის მცველი ინათხოვრა

ნაპოლიმ მანჩესტერ იუნაიტედის მცველი ინათხოვრა
თარიღი 09 იან 2022, 15:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, აქსელ ტუანზებემ "ნაპოლისთან" გააფორმა კონტრაქტი, წერს კლუბის პრესსამსახური.

ნეაპოლელებმა 24 წლის ინგლისელი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი მანიკუნიანელებს 400 ათას ევროს გადაუხდის.

მიმდინარე სეზონში ტუანზებე იჯარით "ასტონ ვილაში" თამაშობდა, სადაც 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა/