ავტორიზაცია

სევილია ბოლონიას ფორვარდით ინტერესდება

სევილია ბოლონიას ფორვარდით ინტერესდება
თარიღი 09 იან 2022, 15:46

"ბოლონიას" ფორვარდმა, რიკარდო ორსოლინიმ კარიერა შეიძლება ესპანეთში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ცნობით, 24 წლის იტალიელისთვის "სევილია" იბრძვის, რომელსაც მისი ნახევარწლიანი იჯარით დამატება სურს.

ანდალუსიური კლუბი ტრავმირებული სუსოსა და ერიკ ლამელას გამო შეტევაში პრობლემებს წააწყდა.

მიმდინარე სეზონში ორსოლინიმ 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა. მისი სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ის ვერსიით 10 მილიონ ევროს შეადგენს.