ავტორიზაცია

ვეინალდუმს პსჟ-ს დატოვება უნდა, მაგრამ მხოლოდ იჯარის წესით

ვეინალდუმს პსჟ-ს დატოვება უნდა, მაგრამ მხოლოდ იჯარის წესით
თარიღი 09 იან 2022, 15:51

"პსჟ"-ს ნახევარმცველს, ჟორჟინიო ვეინალდუმს არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო გუნდის დატოვება უნდა, წერს Sky Sports. 

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ჰოლანდიელი შეიძლება "ლივერპულში" დაბრუნდეს.

როგორც აღინიშნება, ვეინალდუმს პარიზიდან აბარგება არა სრულფასოვანი ტრანსფერით, არამედ იჯარის წესით სურს. ამასთანავე, იგი მხოლოდ პრემიერ ლიგაში გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა "პსჟ"-ს რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 ასისტიც მიითვალა.