პოგბასთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა.
The Times-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გადაბირებაზე მთავარი პრეტენდენტი „პარი სენ-ჟერმენია“.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, ფრანგი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს და კვირაში 600 ათასი ევრო გადაუხადოს, რაც ჩემპიონატის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
თუმცა, ფეხბურთელი უფრო წასვლისკენ იხრება და არ არის გამორიცხული, ახალი სეზონი საფრანგეთის დედაქალაქში, კერძოდ კი „პსჟ-ს“ მაისურით დაიწყოს.
28 წლის პოლ პოგბა „მან იუნაიტედში“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონშ ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 9 მატჩში 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.