ავტორიზაცია

მაგუაირი: "სხვა გუნდშიც შემეძლო გადასვლა, მაგრამ მანჩესტერში ტიტულებისთვის მოვედი"

მაგუაირი: "სხვა გუნდშიც შემეძლო გადასვლა, მაგრამ მანჩესტერში ტიტულებისთვის მოვედი"
თარიღი 09 Jan 2022, 17:55

„მანჩესტერ იუნაიტედის’ კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა „წითელ ეშმაკებში“ თამაში შეაფასა.

„მანჩესტერში ტიტულებისთვის მოვედი. სხვა კლუბთანაც შემეძლო კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მინდოდა გადმოსვლა, რათა გუნდს გამარჯვების გზაზე დაბრუნებაში დავხმარებოდი, რომელსაც გუნდი ალექს ფერგიუსონის დროიდან მოყვებოდა.

გამარჯვებები მოვა, თუ ამაზე ვიქნებით მიზანმიმართულები. როცა ვიზრდებოდი, ჩემი კუმირები რუნი, ფერდინანდი და ვიდიჩი იყვნენ და მინდა, მათი წარმატებები გავიმეორო. გამიმართლა, რომ კაპიტანი ვარ და პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ სიტუაცია შევცვალოთ.“ - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Metro.

„მან იუნაიტედი“ 19 მატჩში 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

ინგლისელი მცველი „ოლდ ტრაფორდზე" 2019 წლის ზაფხულში „ლესტერიდან" 85 მილიონ ევროდ გადავიდა და დღემდე ყველაზე ძვირადღირებული მცველის სტატუსს ფლობს.