ავტორიზაცია

VIDEO: მილანმა სტუმრად ვენეცია გაანადგურა, ტეო ერნანდესმა დუბლი შეასრულა

თარიღი 09 იან 2022, 17:58

სერია ა-ს 21-ე ტურში „მილანმა“ სტუმრად „ვენეცია“ გაანადგურა.

შეხვედრა „პიერლიჯი პენცოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

გოლებით თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (2’) და ტეო ერნანდესმა (დუბლი - 48’, 59’ - პენალტი) გამოიჩინეს.

„მილანმა“ 48 ქულა დააგროვა, ცხრილში „ინტერს“ გადაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა „ნერაძურის“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.