ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემის გარდაქმნისთვის ემზადება - გუნდი შესაძლოა ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს

კონტე ტოტენჰემის გარდაქმნისთვის ემზადება - გუნდი შესაძლოა ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს
თარიღი 09 იან 2022, 18:37

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, გუნდში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება.

ESPN-ს ინფორმაციით, გუნდი შესაძლოა ექვზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვოს.

იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი გეგმები „დეზების“ ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა - „ტოტენჰემი“ შესაძლოა დატოვონ დელე ალიმ, სტივენ ბერგვეინმა, მეტ დოერტიმ და ტანგი ნდომბელემ.

გარდა ამისა, გაურკვეველია ჯერ კიდევ ტანგანგას და ლო ჩელსოს მომავალიც.

კონტეს ცენტრალური და ფლანგის მცველის, ნახევარმცველის პოზიციების გაძლიერება და ჰარი კეინის შემცვლელის მოყვანა სურს.

18 ჩატარებული ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.