ავტორიზაცია

ჯანი: "მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ კი სულ ბაიერნზე ვლაპარაკობთ"

ჯანი: "მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ კი სულ ბაიერნზე ვლაპარაკობთ"
თარიღი 09 იან 2022, 20:03

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა, ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ. სულ „ბაიერნზე“ ვლაპარაკობთ - „ბაიერნი“, „ბაიერნი“, „ბაიერნი“. არადა, მხოლოდ ჩვენზე უნდა ვიფიქროთ. ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება მატჩიდან მატჩამდე. ამის შემდეგ გაირკვევა, სად აღვმოჩნდებით.

როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება, კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი გოლი გავუშვით. შემდეგ ისევ იყო ცუდი პასები, ცუდი პასები და ცუდი პასები. მაგრამ, მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.

ამ სეზონში ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ. „აინტრახტთან“ სიტუაციის გამოსწორება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერეთ. მიზეზს ვერ დავასახელებ, მაგრამ ყველა მატჩში 2-3 გოლის მიღება დაუშვებელია. იმედია, მომავალში დაცვაში უკეთ ვითამაშებთ.“ - აღნიშნა ჯანმა.

„დორტმუნდი“ „აინტრახტთან“ 0:2-ს აგებდა, თუმცა 87-ე და 89-ე წუთებზე გატანილი გოლებით 3:2 მოიგო.