ავტორიზაცია

ბერნარდუ: "გვარდიოლა იმდენს ახერხებს, რომ 50-80 მილიონიან ფეხბურთელებს სკამზე ტოვებს და პრობლემა არ იქმნება"

ბერნარდუ: "გვარდიოლა იმდენს ახერხებს, რომ 50-80 მილიონიან ფეხბურთელებს სკამზე ტოვებს და პრობლემა არ იქმნება"
თარიღი 09 იან 2022, 20:19

„მან სიტის“ ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, პეპ გავრდიოლაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, გვარდიოლას ყველა საჭირო თვისება გააჩნია, ის სრულყოფილი მწვრთნელია. სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ შემხვედრია სპეციალისტები, რომლებიც კარგი ტაქტიკოსები იყვნენ, მაგრამ ხალხთან მუშაობაში არ ვარგოდნენ. იყო საპირისპირო მაგალითებიც.

ვფიქრობ, გვარდიოლას მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, რაც ჩვენი გრძნობების გაგებაში ეხმარება, მაგრამ ის ამავდროულად ძალიან კარგია ტექნიკურ საკითხებშიც.

რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდებიან უკმაყოფილოები, არცერთ მწვრთნელს გუნდის 25-ვე ფეხბურთელი უჭერს მხარს. გასახდელთან მუშაობა - რთული საქმეა, მითუმეტეს გუნდში, რომელშიც ფეხბურთელების უმეტესობა 50-80 მილიონი ღირს.

გვარდიოლა იმდენს ახერხებს, რომ ასეთ ფეხბურთელებს სკამზე ტოვებს და პრობლემა არ იქმნება. ეს ამტკიცება, რომ ის გასახდელის მართვაში ძალიან ძლიერია.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.